|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს

ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივები აქციებს აანონსებენ.

მათი განცხადებით, მერიამ გზა უხარისხოდ დააგო, ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს სახლებში წყალი შედის და ეზოები იტბორება. პრობლემას საკანალიზოაციო მილების არარსებობაც ართულებს. 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ მერია მზად იყო იმ ოჯახების მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, ვისაც სურდა სანიაღვრე არხების გაკეთება, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთების წინააღმდეგი თავად მოსახლეობის ნაწილი იყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა