|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გურამ გაგოშიძის სახელობის გალერეა გაიხსნა

 ქუთაისში ცნობილი ქართველი მხატვრის გურამ გაგოშიძის სახელობის გალერეა გაიხსნა. 

ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ. 

ქუთაისის კოლორიტიმხარვარი  წარსულში სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობდა, თუმცა თავის სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ქონია.  მუშაობდა მონუმენტურ და დაზგურ ფერწერაში, ქმნიდა თეატრალურ დეკორაციებსაც. მხატვარი 21 წლის წინ გარდაიცვალა.  მისი ნამუშევრები ამ დრომდე საცავისა და დარბაზის გარეშე იყო და  ინახებოდა სხვადასხვა ადგილზე. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გაგოშიძეების ოჯახს საგამოფენო სივრცისთვის შენობა გადაეცა. გურამ გაგოშიძის ნამუშევრების ნახვა  შესაძლებელია  ნინოშვილის ქუჩაზე,  ყოფილი ბიბლიოთეკის ადგილზე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა