|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ამოქმედებულ "ცხელების ცენტრში" ამ დროისათვის 7 პაციენტს მკურნალობენ

ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრის მენეჯერის არჩილ მუკბანიანის განცხადებით, გუშინ კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით ოცმა პაციენტმა მიმართა.

მათ სათანადო მკურნალობა ჩაუტარდათ, მათგან 13 გაეწერა, შვიდი კი ამ დრომდე მკურნალობს.

მაღალი ტემპერატურით და სხვა სიმპტომებით მიმართვიანობა ცხელების ცენტრშიც დღესაც გრძელდება.

ადგილზე პაციენტების პირველადი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა ხდება.

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი მოქალაქეები სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადამისამართდებიან. იმერეთში მსგავსი სამი ცენტრია ამოქმედებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა