|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გუშინ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. რეფერალური კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

გუშინ თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

პოლიციამ ცხელ კვალზე მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა