|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში გვეყოლება მერობის კანდიდატი"

"რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება. პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ ქუთაისში მათ, როგორც მერობის, ასევე  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა კონკრეტიკისგან ამ ჯერზე თავს იკავებს.

"ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ არჩევნებში და ქუთაისშიც გვეყოლება მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები. ამ დროისთვის კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ, რადგან მუშაობის პროცესში ვართ და დაახლოებით, ორ კვირაში გვექნება პასუხები"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ჩაერთვება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში ჯერჯერობით არ იცის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ფიქრია ხაჭაპურიძემ. რომლის განცხადებითაც, მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილი არაფერია,

"მიმდინარეობს სამუშაოები და  ახალს ვერაფერს გეტყვით.  არ ვიცი, მეც რა გადაწყვეტილებას მივიღებ შემოთავაზების შემთხვევაში, ვნახოთ, ვინ რა წინადადებას შემომთავაზებს"-განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა