|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ გზებზე პრობლემები შექმნა

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ გზებზე პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. მოძრაობა შეფერხებულია, როგორც ცენტრალურ, ასევე შიდასაუბნო გზებზე.

მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო, პრობლემა სრულად ვერ მოგვარდა. მათი თქმით, გზების გაწმენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თოვლმა შეფერხებები გამოიწვია იმერეთი მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე გზაზე მოზრაობა შეზღუდულია. ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი