|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ინტერნეტს 34 455 ფიზიკური და 1 850 იურიდიული აბონენტი მოიხმარს

საქართველოში ინტერნეტის (მობილურის გარდა) 666,283 აბონენტია, კომპანიების მიხედვით ყველაზე მეტი 276,894 მომხმარებელი სილქნეტს ჰყავს, 226,814 აბონენტი ჰყავს მაგთიკომს, ხოლო 41,422 ახალ ქსელებს; 21,390 მომხმარებელი ჰყავს CGC-ს. მომხმარებელთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი. იქ ინტერნეტს 317 562 ფიზიკური და 21 963 იურიდიული აბონენტი ჰყავს. შემდგომ არის აჭარა და ქვემო გართლი. ინტერენეტის სიმკვირისვის მიხედვით მეოთხე ადგილზეა იმერეთი. იმერეთში ინტერნეტის სიმკვრივე 42%-ია, რეგიონში ინტერნეტს 62588 ფიზიკური და 2725 იურიდიული აბონენტი ჰაყვს. ქუთაისში ინტერნეტის სიმკვრივე 62%-ა, სადაც 34 455 ფიზიკური და 1850 იურიდიული აბონენტია.

შეგახსენებთ, რომ სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტზე მტავრობაც მუშაობდა. ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვას ასრულებს. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით 473 წერტილში შეიქმნება. პროექტი მოიცავს 10 რეგიონს: აჭარა, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი.  პროქტში იმერეთი 139 სოფელი ჩაერთო.

 

ინტერნეტიზაციის პროექტში იმერეთის 139 სოფელი ჩაერთო

bm.ge

 

ავტორი: ნიუპრესი