|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამშვილიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს

 ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლება არ წყდება. დღეს, სულხან-საბას #37 დათიაშვილების სამშვილიანი ოჯახი აღსრულების ბიურომ გამოასახლა.

აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ფოფხაძის განმარტებით, გამოსახლება კანონიერად ხდება. მისივე თქმით, დაზარალებულებს 5-ჯერ ჩაბარდათ გაფრთხილება წერილობით და სამჯერ მოხდა გამოსახლების გადავადება. "ამ ოჯახმა გამოსახლების შესახებ გაფრთხილება 5–ჯერ მიიღო და გამოსახლების გადავადება 3–ჯერ მოხდა. პიროვნება, რომლისგანაც მათ თანხა ისესხეს, ივლისის მერე ვალის დაფარვას ითხოვდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მათ ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი იჩენდა კეთილ ნებას და დათიაშვილების ოჯახს ბინიდან მშვიდობიანად გასვლის სანაცვლოდ სამი თვის ქირის გადახდას სთავაზობდა. რა თქმა უნდა, ესენიც დათანხმდნენ და აპირებდნენ ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ბინა, თუმცა არასამთავრობობების და კონკრეტული ადამიანების ჩარევით მდგომარეობა გართულდა. დათიაშვილებს უთხრეს, რომ გამოსახლება უკანონოდ ხდებოდა და ამ პროცესების შეჩერება შეიძლებოდა. რამაც მიიყვანათ ამ მდგომარეობამდე.  რუსუდან კეფხოძე აღარ უხდის მათ ქირას და ჩვენგან მოითხოვს კანონის აღსრულებას",–განაცხადა ნინო ფოფხაძემ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს არაადამიან ქმედებაში ადანაშაულებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია და აცხადებს, რომ აღსრულების ბიურო იმ ადამიანის მხარეს არის, ვინც მათ თანხას უხდის და სამი ბავშვის ბედი არ აინტერესებს.

იპოთეკით დაზარალებულთა უფლებადამცველის, მარინა სუპატაშვილის განცხადებით კი, კერძო მევახშე რუსუდან კეფხოძეს აღსრულების ბიურო ინგლისის დედოფალზე უკეთ იცავს და მისი მოთხოვნის შესასრულებლად 50 სამართალდამცავი თბილისიდან ჩამოიყვანა.

დათიაშვილებმა დღეს ბინა ნებაყოფლობით დატოვეს და ახლობელთან გადავიდნენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა