|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ისტორიული „ლაღიძის წყლები“ ბრუნდება

ქუთაისში ისტორიული „ლაღიძის წყლები“ ბრუნდება.   ხვალ, წმინდა ნინოს #13 ში „ლაღიძის წყლები“ იხსნება.

„ლაღიძის წყლები“ სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს აწარმოებს. ის საზღვარგარეთაც პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, "ლაღიძის წყლები" ერთ-ერთი უძველესი ქართული ბრენდია და ის საქართველოში  საუკუნეების მანძილზე არსებობს.  სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისაგან,, ქუთაისელი ფარმაცევტისაგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ  ლიმონათის  გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები.

1900 წელს "ძმები ლაღიძეების" ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.  ლაღიძის წყლები ათწლეულების განმავლობაში ხალხის საყვარელი სასმელი იყო. ბოლო ხანს კი ის დავიწყებას მიეცა.

 

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა