|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯარისკაცმა გოგონა ცემა

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში  ჯარისკაცმა გოგონა ცემა. როგორც თვითმხილველები „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებენ, წყვილს  ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც გოგონამ მამაკაცს სახეში სილა გააწნა. პასუხად კი სამხედრო ფორმიანი  პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

საზოგადოებრივ სივრცეში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა მოქალაქეების ყურადღება მიიქცია.  როგორც „ნიუპრესს“ წყარო აცნობებს, სიტუაცია პარკში მყოფმა მოქალაქეებმა განმუხტეს და პოლიცია გამოიძახეს.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით,  საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი