|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შსს-მ ქუთაისში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული მ.ს., 1976 წელს დაბადებული ზ.ფ. და 1972 წელს დაბადებული ა.უ.

'გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ. აღნიშნულმა პირებმა ამავე ოფისის თანამშრომელს - 1968 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, მისი ოქროს სამკაულები და კომპანიის კუთვნილი ფული - 1 500 ევრო გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი და ოქროს სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღო", -მათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა