|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი იმართება

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ ტარდება.  2 ნოემბერს ფესტივალი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში   18:00 საათზე  ოფიციალურად გაიხსნება, სადაც  გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით ორ მოქმედებიან სპექტაკლს წარადგენს.

3 ნოემბერს - პროფესიულ განყოფილებაში 7 ქვეყნის წარმომადგენელი საბალეტო სკოლა მიიღებს მონაწიელობას, მათ შორისაა ამერიკა ფინეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები. 

ფესრივალი 4 ნოემბერს მასტერკლასებით დასრულდება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ჟიურის შემადგენლობაშია ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს.

 ასევე ჟიურის წევრები არიან საქართველოს სახალხო არტისტი ვლადიმერ ჯულუხაძე, საქართვლოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე და  თანამედროვე ბალეტის ქორეოგრაფი ანა ლეჟავა.

ფესტივალის ოფიციალური სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

 წელს ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ამერიკაში უფასო სწავლის შესაძლებლობას მიიღებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა