|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი კაფე-ბარ  "აურაში" ცოტა ხნის წინ შენიშნეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

როგორც შემთხვევის ადგილზე "ნიუპრესს" განუცხადეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა. 

როგორც აცხადებენ, ცეცხლის ლიკვიდირება მოკლე დროში მოხდა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის,  პუშკინის ქუჩა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ტურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა