|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ უნდა მოეწყოს ქუთაისში საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობა?

ქუთაისში საკანალიზაციო ქსელის სრულად მოსაწესრიგებლად ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაახლოებით 110  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია გამოყო.  აღნიშნულის შესახებ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გაჟღერდა. ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისში წყალარინების პრობლემა საბოლოოდ უნდა მოიხსნას.

თუმცა  ქუთაისის ვიცე–მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შესწავლა და საერთო სურათის შექმნა, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა რაოდენობის თანხაა საჭირო  პრობლემის გადასაჭრელად.

"ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი,  ამ დროისათის ამაზე დეტალურად საუბარი შეუძლებელია. ჯერ უნდა შედგეს პროექტი,  შემდგომში განისაზღვროს სამუშაოები.  ეს,  გარდა იმისა, რომ მოაწესრიგებს კანალიზაციის პრობლემას, არის მნიშვნელოვანი  ეკოლოგიის კუთხით. მოეწყობა  გამწმენდი ნაგებობა, რაც არის ყველაზე ძვირადღირებული  ნაწილი პროექტისა",–განაცხადა მიქიაშვილმა.

 როდის დაიწყება სამუშაოები და რა ვადებში დასრულდება, ამაზე საუბარი ვიცე-მერს უჭირს. პროექტი, სავარაუდოდ, 2017 წელს დაიწყება და დასრულების ბოლოს ქუთაისს საკანალიზაციო ქსელის პრობლემა საბოლოოდ მოეხსენება.

ასევე მიმდინარეობს საუბარი, რომ ფეკალური მასებისა და ჩამდინარე წყლების შესაკრებად მოხდება გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც საკანალიზაციოს ქსელის ერთ სისტემაში თავმოყრას ნიშნავს. გარდა იმისა, რომ აგვარებს კანალიზაციის პრობლემას, ხდება ნარჩენის მეორადი გამოყენება სასუქის სახით. ამის კარგი მაგალითია ბათუმის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს და რომლის წყალობითაც, შავ ზღვაში ფეკალიების ჩადინება შემცირდა.  გადამუშავებულ ნარჩებებს კი ქალაქის გამწავნებაში აქტიურად იყენებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა