|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "კარფურის" მშენებლობისათვის მოსამზადებელი გეგმა დაამტკიცეს

ქუთაისში ჟიული შარტავასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ყოფილი საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ 2 182 კვ.მ მიწის ფართობი (2ჰა-მდე) დახურული ტიპის სავაჭრო ცენტრისა და ღია ტიპის სავაჭრო ცენტის "კარფურის" მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 6 ჰა) შპს  „ვესტ პოინტის“  საკუთრებაა.  ქუთაისის საკრებულომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის, ღია მოლისა და მოლის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 

 ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით,  ქალაქისათვის ასეთი ობიექტების განთავსება მნიშვნელოვანია.  

როგორც მან "ნიუპრესს" განუმარტა,  წარმოდგენილი წინა საპროექტი კვლევის შემდომ კიდევ  გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რის შემდეგაც შპს  წარმოადგენს დეტალურ პროექტს, რაც ეკონომიკის სამინისტროს დადებითი დასკვნის შემდეგ,  ქუთაისის მერიასთან შეთანხმდება. 

როდის მოხდება ადგილზე სამშენებლო პროცესის  დაწყება, ეს ჯერ ვერ კონკრეტდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა