|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

14 მაისს ქუთაისი ცნობილ ქართველ კომპოზიტორს კახა ცაბაძეს უმასპინძლებს და საიუბილეო თარიღს მიულოცავს.

ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების " და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი და დედაქალაქიდან ამ დღისთვის სპეციალურად მოწვეული შემსრულებლები და ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი მიიღებს. ( დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი)

თამარ ლიჩელი, გიორგი ქობულაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, ნათია სტეფანიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო, სიმებიანი კვარტეტი, მანანა კიკაბიძე, გიორგი რევიშვილი, ბექა ბაბუნაშვილი, ნანუკა გორგოძე, "ჩვენი კვარტეტი", გოგიტა გეგელაშვილი, კახა იშხნელი, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ია ტომაში, ელეონორა გოგოლაშვილი, ბექა ბანძელაძე, ნიცა კირვალიძე, ლიზა ჩიჩუა, თამარ ლაჭყეპიანი, გიორგი ბაღათურია და ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი კომპოზიტორის სიმღერებს და სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.


ცნობილი კომპოზიტორის საიუბილეო საღამო ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
დასაწყისი 18 : 00 სთ.

 

ავტორი: ნიუპრესი