|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ

ქუთაისში კლინიკოდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ. 77 წლის ანზორ ლემონჯარიას ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ იპოვეს.

სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. მამაკაცს სიმსივნიდან გამომდინარე მეხსიერების პრობლემა აქვს.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს, 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.

მოხუცს ეცვა შავი პულოვერი, შავი შარვალი და შავი ქუდი.

ოთახი საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართავს და თხოვს, რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში  დაუკავშირდნენ 112- ს ან დარეკოთ ნომერზე - 551 66 66 19.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი