|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა 32-ე სკოლას უკავშირდება" - ზვიად შალამბერიძე

ქუთაისში "ქუთაისში კორონავირუსის  ყველა ახალი შემთხვევა 32-ე სკოლას უკავშირდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის, რაც შეეხება საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, გუშინ ლაბორატორიაში 1134 ნიმუში შემოწმდა.

ავტორი: ნიუპრესი