|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 11-ია.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაზე მოდის. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის  მარინა ენდელაძის განცხადებით,  დედაქალაქში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლსა და კახეთში არის ექვს-ექვსი ახალი შემთხვევა, გურიაში – 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო სამცხე-ჯავახეთში –1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 572 აქტიური შემთხვევაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა