|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია.

"ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ახალი  შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი შემთხვევა არ დაფიქირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ"- განასცხადა შალამბერიძემ.

ჯამში, იმერეთის ლაბირატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა