|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან, 19 სკოლის პირველადი კლასტერია, ორი შემთხვევა ქალაქში მოწყობილ კარავში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირიც ირიბად 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორად კონტაქტს წარმოადგენს.

ამ დროისთვის ე.წ სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა. მათი მონაცები ქუთაისში კლებისკენ წავიდა და მდგომარეობა კონტროლირებადია. ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ასევე ყველა პასუხი მიიღეს ცაგერში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შემთხვევათა რაოდენობა 2075 გახდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი