|
  • EUR 1 = GEL 3.8137
  • USD 1 = GEL 3.2202
|

ქუთაისში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ინფექციის კერების დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

"გვაქვს 22 ახალი დასატურებული შემთხვევა. აქედან ინფექციის კერა არის როგორც აქამდე ცნობილი კლასტერები, "ოქროს ბირჟის" და მაღაზიის,  ასევე, შემთხვევათა ნახევრის წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ და შედეგები დღეს გახდება ცნობილი",- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში  იმერეთის მასშტაბით 1003 ანალიზი გაკეთდა. 

ამ დროისათვის რეგიონში კოვიდკლინიკებში 300 ადამიანია მოთავსებული, უსიმპტომო პოაციენტები კი კოვიდსასტუმროებში გადაყავთ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა