|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კოვიდინფექციით ქალი ბინაზე გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბინაზე გადიოდა.

კორონავირუსი დადასტურებული ქონდა მისი ოჯახის წევრებსაც. მათ სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს, თუმცა გადაყვანა ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილი ხდება,  სასწრაფომ გადაყვანა კლინიკებში ადგილების არარსებობის გამო ვერ მოახერხა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელმა დაწერა.

"გარდაიცვალა სახლში, კოვიდინფექციით, საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. არ ჰქონდა გუშინ მაღალი სიცხე. ამ ტემპერატურით საავადმყოფოები არ იღებენ პაციენტებს. დღეს მოულოდნელმა სიკვდილმა იმსხვერპლმა ჩემი ძვირფასი და საყვარელი ბიძაშვილი დოდო მესხი და კოვიდთან დაკავშირებულ არცერთ სტატისტიკაში შევა. ყველაფერი კარგად და კონტროლქვეშ კი არა, ძალიან ცუდადაა. ადამიანებმა თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ თავს ზედმიწევნით. მხოლოდ ჰიგიენის იმედად უნდა ვიყოთ", - წერს ანა მანაგაძე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი