|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორპუსიდან ჩამოვარდნილ სამშენებლო მასალას გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში კორპუსიდან სამშენებლო მასალის ჩამოშლის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა. შემთხვევა აბაშიძის გამზირზე მოხდა.

შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ქუთაისში, როდესაც კორპუსიდან ჩამოვარდნილ სამშენებლო მასალას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა ჭავჭავაძის ქუჩაზე, როდესაც სახურავიდან  ჩამოვარდნილმა მასალამ 4 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ მომხდართან დაკავშირებით პასუხი არავის უგია.

ე. წ. მკვლელი სახლების შესახებ "ნიუპრესმა" არაერთხელ დაწერა. სახურავებზე უყურადღებოდ დატოვებული სამშენებლო მასალა არაერთხელ გამხდარა უბედური შემთხვების მიზეზი.

 

ავტორი: ადმინი