|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორპუსის ეზოების მოწყობისათვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება

 ქუთაისის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობისათვის ტენდერი გამოაცხადა.

 ტენდერი NAT180007514-ის თანახმად, 27 ეზოს ბეტონის საფარით კეთილმოწყობისათვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

სატენდერო წინადადების მიღება 1 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

 კორპუსების ეზოს საფარის მოწესრიგებისათვის ტენდერები ყოველწლიურად იმართება. გასულ წელს ამ სამუშაოებისათვის 1 მლნ 76 ათასი ლარი გამოიყო.  კითხვაზე, თუ რას უკავშირდება წელს ეზოების კეთილმოწყობისათვის თანხის მნიშვნელოვნად შემცირება, მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განმარტა, რომ წელს სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება, სრულად კი სამუშაოებისათვის 830 ათასი ლარი დაიხარჯება.

"ბიუჯეტში ეზოების კეთილმოწყობისათვის 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ამას დაემატა 130 ათასი ლარი, რომელიც სადარბაზოების კეთილმოწყობის თანხიდან გადმოემატა. წელს სიახლეა ის, რომ მერია სამუშაოებს სრულად დააფინანსებს და მოსახლეობის მხრიდან თანადაფინანსება საჭირო აღარ იქნება. ეს ცვლილება საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. რადგანაც წინა წლებში მოსახლეობის მხრიდან თანადაფინანსების საჭიროება იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა, მომართვიანობაც დაბალი იყო, ამის გათვალისწინებით მოხდა ბიუჯეტის დაგეგმვა", -განაცხადა  ჯონი არაბიძემ. 

მისი თქმით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ეზოს კეთილმოწყობისათვის ტენდერი მეორე ჯერზე მოკლე ხანში გამოცხადდება.   

 

კორპუსების ეზოების მოსაწყობად 1 048 727 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა