|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გამოვარდნილ რკინის მასას ქალი ემსხვერპლა

ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გამოვარდნილ რკინის მასას 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში,  ლევ ტოლსტოის ქუჩაზე  შუადღეს მოხდა. თვითმხილველთა თქმით, დაღუპული ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც კორპუსიდან რკინის მასა გადმოვარდა და დაეცა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით, 15:00 საათისთვის განხორციელდა, მალევა მოხდა ადგილზე მისვლა, თუმცა ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა 28 აპრილს მოხდა.

შსს-ს ინფორაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა