|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა [photo]

ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორმა და მოქალაქეებმა მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია ისტორიულ ნაწილში „მაკდონალდსის“ მშენებლობა.

„მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი შეთანხმებული არ არის, მაშინ გამოდის, რომ ეს ბანერები, რაც აქაა, არის ბუტაფორია და შეგვიძლია მათი ჩამოხევა. კვადრატული მიწის ნაკვეთი ჭყონიას 200 დოლარად მიყიდეს, მაშინ, როდესაც მისი ღირებულება 10 000 დოლარია და ამას ემატება ისიც, რომ ახალი კანონით, მოგების გადასახადის სახით მას ეს თანხაც უკან დაუბრუნდება. სად არის ქუთაისის ხელისუფლება, სად არის მერი? მაგრამ ამ ქალაქს კრიმინალი საკრებულოს თავმჯდომარე ყავს და ხელისუფლებაც ამ წესებით მოქმედებს“, - განაცხადა „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის“ ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაიას განცხადებით,  კომპანიას არ უნდა მიეცეს მშენებლობის უფლება, რადგან მან წინა დავალიანებაც არ დაფარა. მან ასევე მოუწოდა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება მშენებლობის შესახებ.

 

  

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა