|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მასწავლებელს მშობელი მოსწავლის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს მშობელი მოსწავლის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. მესამე კლასის მოსწავლის მშობელმა ცირა ხაბურძანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

მშობელი მესამე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს თამარ კუხიანიძეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მშობელი ამბობს, ადრეც არაერთხელ მიუმართავს სკოლის დირექტორისთვის რეაგირების მიზნით, მაგრამ, როდესაც ბავშვმა თავიდან ამოგლეჯილი თმა მოიტანა, გადაწყვიტა, შვილის უფლებები უფრო მაღალ ინსტანციებში დაიცვას.

ცირა ხაბურძანიამ ოფიციალური წერილით განათლების მინისტრს, შსს და სახალხო დამცველს მიმართა. ის მასწავლებლის სკოლიდან გარიდებას მოითხოვს.

სკოლის დირექტორის თეიმურაზ ჭაბუკიანის თქმით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოხდება.

ფაქტს არ ადასტურებს პედაგოგი. თამარ კუხიანიძის თქმით, ძალადობას ადგილი არ ქონია და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხდება ტყუილის გავრცელება. მისი თქმით, მოსწავლეებმა თქვეს, რომ ბავშვმა მაკრატელი მოითხოვა და თმა თავად მოიჭრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა