|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 80 მასწავლებელს ფულადი ჯილდო გადასცეს

ქუთაისში მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 80 პედაგოგს ფულადი ჯილდო გადასცეს. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გამოიყო.

პედაგოგებთან შეხვედრა საგამოფენო დარბაზში  „ვარლა" გაიმართა.

ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე -მერმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა გენადი მარგველაშვილმა გადასცეს.

საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად წელს საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ა(ა)იპ კულტურულ -სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებიც დააჯილდოვეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა