|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცირე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

ქუთაისში ერთ-ერთი აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი წლების განმავლობაში ბაზარში მუშაობდნენ, დღეს კი ადმინისტრაციამ ბაზარში შესვლაზე უარი უთხრა.

მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო ერთი თვის წინ მათი ბაზარიც დაიკეტა, ახლა არ ხსნიან და მიზეზად პირობების არარსებობას ასახელებენ.

მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი უმუშევარი და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას მოითხოვენ.

აქციას შეურთდა პარტია "თავისუფალი საქართველო". პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უკვე არსებულ ადგილებს აუქმებენ და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა