|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის ეზოში მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც შეეწირა ხეები.

"ასეთი ხეების გაზრდას ათეული წლები ჭირდება, ეს ხეები ამ უბნის სილამაზე იყო,  არავითარი აუცილებლობა არ იყო მათი მოჭრის, მთელი სამყარო ბუნების გადასარჩენად ერთიანდება, ჩვენ კი დაუნანებლად ვანადგურებთ, რაც გაგვაჩნია", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. 

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ხეები გამხმარი  და საფრთხისშემცველი იყო. "მერიაში შემოვიდა სამი ხის მოჭრის, დანარჩენების ფორმირების მოთხოვნა, რაზედაც თანხმობა გაიცა", - განმარტეს მერიაში.

 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშოები ათასწლეულის განვითარების ფინდის დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა