|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშო ბაღებში ბავშვებს ცემენ?

 მშობლები საბავშო ბაღებში ბავშვების ცემის ფაქტებზე საუბრობენ. ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ  ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი განხორციელდა.  

"ბავშვი სახლში ხშირად ამბობს, რომ  ბაღში უყვირიან და რომ იქ სიარული არ უნდა. რამდენიმე დღის წინ ბავშვის გამოსაყვანად მივედი. აღმზრდელი ისე ყვიროდა, ეზოში მესმოდა ხმა. შემდეგ ჩემს თვალწინ ბავშვს თავში მოარტყა ხელი. ეს არის საშინელება, ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს ყველა აღმზრდელს არ ეხება, არიან არაჩვეულებრივი პედაგოგები, თუმცა  რამდენიმე მათგანს არ უნდა ქონდეს ბავშვებთან მუშაობის უფლება",-აცხადებს ააიპი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების # 2 ფილიალის აღსაზრდელის მშობელი ქეთი როინიშვილი.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ბავშვებზე ფიზიკურად შეხების სხვა ფაქტებიც არსებობს, თუმცა მშობლები მომხდარის გასაჯაროებისაგან თავს იკავებენ. 

როგორც ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის, დეტალებს მოიკითხავს და შესაბამისად იმოქმედებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა