|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისში მესხიშვილის და ოპერის თეატრების სრული რეაბილიტაცია იგეგმება

ქუთაისის მესხიშვილის და ოპერის თეატრების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ქუთაისში  თეატრალური ფესტივალის გახსნის დროს განაცხადა. 

 "მესხიშვილის თეატრის, ასევე ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზადდება. მუშაობა დაწყებულია და წელს დასრულდება. მომავალი წლიდან დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. ჩემი ღირსების საქმეა და მე ეს შევასრულე, ვგულისხმობ თოჯინების თეატრს, წელს სრულიად რებილიტირებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი თოჯინების თეატრი ჩვენს ბავშვებს შემოდგომაზე კარს გაუღებს. ამ ქალაქს  ეკუთვნის, რომ თანამედროვე სტანდარტებით გამართული თეატრები ქონდეს", -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ქუთაისში თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე