|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მესხიშვილის თეატრის ეზოში "მწვანე თეატრი" მოეწყობა

კორონავირუსის  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან  გამომდინარე,  თეატრალურ სივრცეში დაიბადა იდეა „მწვანე თეატრის“ გახსნის, რაც ღია ცის ქვეშ პერფორმანსების ჩვენებას გულისხმობს.  როგორც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე განმარტავს,  მესხიშვილის თეატრის  მესამე სამუშაო სცენა თეატრის ეზოში ოფიციალურად 27 სექტემბერს პრემიერით გაიხსნება.  

 "მწვანე  თეატრი ოფიციალურად 27 სექტემბერს გაიხსნება, რეალურად, ეს იქნება მესხიშვილის თეატრის მესამე სივრცე ღია ცის ქვეშ.  მართლაც მწვანე თეატრი იქნება, მისი ოთხივე კედელი იქნება მწვანე, ახლა ირგვება მწვანე კიპაროსები, რომელიც ერთ წელში უკვე კედელს შექმნის. მწვანე თეატრში დომინანტი იქნება ლიტერატურული თეატრი და მუსიკალური პერფორმანსები", - აცხადებს კოტე აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში  „მწვანე თეატრის“ ექსკლუზიური იდეა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ეკუთვნის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა