|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიკროავტობუსებში GPS სისტემა მონტაჟდება

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებამ დღეს დილიდან სანავიგაციო სისტემის (GPS) დამონტაჟება დაიწყო. აღნიშნული სისტემით ადგილობრივ თვითმმართველობას ონლაინ მონიტორინგის საშუალება ექნება. “GPS სისტემა საშუალებას მოგვცემს ქალაქში მოძრავი თითოეული მიკროავტობუსის გადაადგილების გრაფიკი გაკონტროლებული იქნას, რაც ხელს შეუწყობს ღამის საათებში დადგენილი განრიგით ტრანსპორტის მუშაობას" - განაცხადა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა.

სისტემის მონტაჟი და სანავიგაციო აპარატები ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა. პროექტის ღირებულება 284 000 ლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე სისტემის დამონტაჟება ქუთაისის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო ხაზებზე კონკურსში გამარჯვებულ 96 მიკროავტობუსში მოხდება.

ნავიგაციის თანამედროვე სისტემა  ქუთაისში მოძრავ 230 მიკროავტობუსში უნდა დამონტაჟდეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა