|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მინი ქალაქის მშენებლობა დაიწყო

  ქუთაისში მასშტაბური პროექტის მინი ქალაქის მშენებლობა დაიწყო.  სამუშაოები ნიკეას ქუჩის ბოლოს მიმდინარეობს, რომელსაც თურქული კომპანია  შპს „ასალ ინშაითი“ ახორციელებს.  პროექტის ღირებულა 7 მილიონ ლარს შეადგენს. ინვესტორებმა  მინი ქალაქს „ვარდის უბანი“   დაარქვეს.  მშენებლობა 21 ათას კვ.მ მიმდინარეობს.  „ვარდის უბანში“ ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ცენტრი განთავსდება, მათ შორის მოეწყობა სავაჭრო, გასართობი და სამედიცინო პუნქტები.

კომპანიის  წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში ამბობს რომ,  მინი ქალაქის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

„მინი ქალაქის მოსაწყობად  კომპანიამ დაახლოეით 21 ათასი მ.კვ ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან შეიძინა.  მშენებლობა უკვე დაიწყო.  „ვარდის უბანში“  აშენდება ბინების კომპლექსი, გასართობი  სავაჭრო და სამედიცინო ცენტრები. პროექტი  ორ წელიწადში დასრულდება“, –აღნიშნა მან.

 ამ დროისთვის ნიკეას ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით შემოდგომისთვის დასრულდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა