|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მიწის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა"

"საქართველოს მასშტაბით ქუთაისში მიწის ფასზე ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა", - ამის შესახებ ქუთაისის მერმა  პრივატიზებიდან მიღებული  შემოსავალების კომენტირებისას განაცხადა.  შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქში პრივატიზაციის პრობლემა არ არის და ბიუჯეტში ამ კუთხით შემოსული აქტივები გაიზარდა.

"მოვახდინეთ ქონების გაყიდვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზარდა ბიუჯეტი და გაზრდილი ბიუჯეტით სხვადასხვა სფეროები დაგვეფინანსებინა. ქუთაისში პრივატიზაციის მხრივ პრობლემა არ არის, პირიქით, ქონება საწყის ფასზე 4–ჯერ ძვირად იყიდება. გაყიდული ქონების 60% შენობა–ნაგებობებია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს შემთხვევა, როდესაც 18 000 ლარად შეფასებული ქონება აუქციონზე 250 000 ლარად გაიყიდა. ჭავჭავაძის გამზირზე 70 კვ. მეტრი ფართობის გაყიდვა 370 000 ლარად ხდება, უბრალოდ, ველოდებით მყიდველის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შეიძლება ითქვას, საქართველოს მასშტაბით ქუთაისში მიწის ფასზე ყველაზე მაღალი თანხა დაფიქსირდა. ამის შემდეგ ჩვენ მოგაწვდით ინფრომაციას, იგივე უბანში  "ნაციონალური მოძრაობა" რა ფასად ყიდდა ქონებას", – განაცხადა მურღულიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი