|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზში ვარჯიშობდა, კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისში მოქალაქეს, რომელიც ფიტნეს დარბაზში "გალილეო ფიტნესი" ვარჯიშობდა კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოქალაქე მათთან 15 სექტემბერს იმყოფებოდა, ინფორმაცია კი გუშინ შეიტყვეს.

რეკომენდაციების თანახმად, დარბაზი დროებით დაიხურა, მომსახურე პერსონალი კი, თვითიზოლაციაში გადავიდა. ადამინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, თუ იმ პერიოდში მათთან იყვნენ, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი