ქუთაისის მერია მოქალაქეთა ინიციატივებიდან შერჩეულ 3 პროექტს დააფინანსებს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან 10 პროექტი შეარჩია. შერჩეული პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge-ზე 8 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, საჯარო ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალქულიანი პროექტის დაფინანსება ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში შევა.
რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პროექტებს, მაშ შორის წარმოდგენილი საკითხები ქუთაისის იერ-სახესა და მის ტურისტულ მიმზიდვბელობას უკავშირდება. კვლავ აქტუალუ საკითხად რჩება ქალაქში სველი წერტილების მოწყობა, მოქალაქეთა ინტერესების სფეროში მოხვდა ასევე ხელოვნების პლენერის მოწყობა და იპოდრომის მოწესრიგება.
პროექტების ათეული ასეთია:
1. N10 -ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცის მოწყობა რიონის სანაპიროზე.
2. N14 - ელექტრონული გზამკვლევი ტურისტებისთვის, ქალაქის ცენტრში.
3. N65 - ხელოვნების პლენერი “ქუთაისი 2020“.
4. N3 - ქალაქის შემოსასვლელში ქუთაისის აღმნიშვნელი აბრის და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
5. N21 - ქუთაისის იპოდრომის მოწესრიგება.
6. N5 - ქუთაისელი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ციფრული ლაით-ბოქსების განთავსება ქუჩებში.
7. N58 - ქალაქის ღირსშესანიშნაობების ინსტალაციები ციფრულ ეკრანებზე.
8. N34 - მულტიფუნქციური სველი წერტილების მოწყობა.
9. N64 - მდინარე წყალწითელას სანაპიროს მოწესრიგება.
10. N30 - მიწისქვეშა გადასასვლელის ( ჭავჭავაძის, ნიკეას და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთა) მოწესრიგება და იქ „ანდეგრაუნდ“ საგამოფენო -გასართობი სივრცის შექმნა.
ავტორი: ნიუპრესი