|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

ქუთაისში მოსახლეობას სამედიცინო ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დაურიგეს

რამდენიმე დღეა ქუთაისში მოსახლეობას  უსასყიდლოდ სამედიცინო ნიღბებს, სადეზინფექციო ხსნარებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.

საქველმოქმედო აქციას ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ლიდერების" ქუთაისის ოფისი და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ერთობლივად  მართავს. 

"საქართველოში და მათ შორის ქუთაისში იმართება საქველმოქმედო აქცია, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. მოსახლეობა ამ ყველაფერს კარგად ხვდება. საკმაოდ დიდი ნაკადია, რიგი საჭირო დისტანციის და წესების დაცვით მიმდინარეობს" , - განაცხადა ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი გველესიანმა. 

მისი თქმით, აქცია გაგრძელდება. მოსახლეობას ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიღება ტაბიძის ქ.N28- ში შეუძლია.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა