|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,  ქუთაისში დიდთოვლობით გამოწვეული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო წყლის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის მკვებავი  ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება.   ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო,  მოსახლეობის ნაწილს  წყლის მიწოდება შეუწყდა.

ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთიასის-სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

სამუშაოების დასრულებისთანავე  აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.

ავტორი: ნიუპრესი