|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

ქუთაისში მოსახლეობის პროტესტის გამო მეტალურგიულ ქარხანაში ინსპექტირების ჯგუფი შევიდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეტალურგიულ ქარხნაში ინსპექტირება განხორციელდა. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში "ნიუპრესს" განუცხადეს, შემოწმება მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. მეტალურგიულ ქარხანა "ჰერკულესს" სახელი შეეცვალა და ახლა "ამბიკონ სტილსის" სახელით ფუნქციონირებს.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე შპს "ამბიკონ სტილსი" ინსპექტირება განახორციელეს. ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღებულია ატმოსფერული ჰაერის სინჯები. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები"-წერია დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში ქართულ-ინდური კომპანია "ჰერკულესი" 2009 წელს გაიხსნა. საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურება მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა. ბოლოს კი შესაბამის უწყებას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

 

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ

ავტორი: ნიუპრესი