ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ქუჩა რამდენიმე დღით გადაიკეთება
ქუთაისში, 19 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 22 აგვისტოს 21:00 საათამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.
შეგახსენებთ რომ გუგუნავას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


19:44
20:29
13:05
















