|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან საავტომობილო გზა გადაკეტილია

ქუთაისში, 19 აგვისტოს დილიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილებისათვის გზა გადაიკეტა. 

 შეზღუდვა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და ის 22 აგვისტოს 21:00 საათამდე გასტანს.

 სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისათვის  გადაადგილება შესაძლებელია  ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით. 

ამ დროისათვის ჭავჭავაძის გამზირი გადატვირთულია და იქ ავტომობილების ინტეწნსიური მოძრაობაა. 

შეგახსენებთ რომ გუგუნავას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა