|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოწამეთას ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

მართლმადიდებელი მრევლი, ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამეთა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მოწამეთის მონასტერში წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა აღავლინა.

საზეიმო წირვა-ლოცვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

მოწამეთობის დღესასწაულზე მორწმუნეები იმერეთის მხარეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ.

გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა