|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა

ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ბავშვზე დენი ქუჩაში ჩამოვარდნილი მავთულიდან გადავიდა, ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დენის მავთული ძლიერმა ქარმა  დააზიანა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფებდა და თავს კარგად გრძნობს.

ავტორი: ნიუპრესი