|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, მუშა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, ის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო.

სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. ადგილზე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.98%
არა - 46.41%
არ იცი - 8.61%
სულ - 418 ხმა