|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მტვრიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

ქუთაისში მტვრიანობის მაჩვენებელი  კვლავაც მაღალია, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ინდიკატორული კვლევის მეორე ეტაპის შედეგად, მტვრიანობის მაჩვენებელი ამ დროისათვის შემცირებულია.  სააგენტოს ინფორმაცით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების რაოდენობა  დასაშვებ ნორმას აღემატება 2, 2-ჯერ.  წინა კვლევისას ეს მაჩვენებენი საქართველოში ყველაზე მაღალი იყო და  დასაშვებ ნორმას  4,2-ჯერ აღემატებოდა.  

არასახარბიელო მაჩვენებელია ზესტაფონშიც, იქ  ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატემა მანგანუმის დიოქსიდი, 1,1-ჯერ,  ხოლო მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დასაშვებს 1,2-ჯერ, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო  გარემოს დაბინძურების ინდიკატორულ კვლევას საქართველოს ქალაქებში პერიოდულად ატარებს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა