ქუთაისში მზეჭაბუკის ქანდაკების მონტაჟი მიმდინარეობს
მზეჭაბუკის ძეგლი ქუთაისს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა, შეცვლილ ლოკაციაზე ქანდაკების მონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მზეჭაბუკი“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი „დიდების მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ძეგლი 2009 წელს "დიდების მემორიალის" აფეთქებას გადაურჩა. 46 მეტრი სიმაღლის ქანდაკება წლების მანძილზე მოქანდაკის სახელოსნოში ინახებოდა,
ძეგლის დასამონტაჟებლად ქუთაისის მერიამ დაახლოებით 100 000 ლარამდე გამოყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.
ძეგლი ამჯერად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, 9 აპრილის ქუჩაზე დაიდგმება.
შეგახსენებთ, 46 მეტრი სიმაღლის მემორიალი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. ძეგლი 2009 წელს ააფეთქეს, მიმდებარე ტერიტორიაზე პარლამენტის მშენებლობის დაწყების გამო ააფეთქეს. აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი