|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მძღოლებმა და ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ავტოიმპორტიორებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "არა საწვავის ფასის ზრდას!", "არა აქციზს!", – ამ სლოგანით აქციის მონაწილეებმა საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასის გამო ისინი იძულებული არიან მანქანებზე უარი თქვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.
„უკვე რამდენიმე კვირაა, საკუთარი ავტომობილი ავტოფარეხიდან არ გამომიყვანია, რადგან საწვავს კატასტროფული ფასი აქვს. ვითხოვთ საწვავის ფასის შემცირებას და აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას“, – განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ დათო ვარდანიძემ.
მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გაბმული სიგნალები ჩართეს და ჰაერში ფერადი ფოიერვერკები გაუშვებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა